გრანდ ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:24, 3 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრანდ ოპერა

გრანდ ოპერა - Grand opera. მუსიკისა და ცეკვის ეროვნული აკადემია სახელმწიფო საოპერო თეატრი პარიზში.

1669 კომპოზიტორ რ. კამბერსა და პოეტ პ. პერენს მიეცათ სამეფო პატენტი მუდმივი საოპერო თეატრის ჩამოყალიბებისათვის. თეატრი გაიხსნა 1671 „მუსიკის სამეფო აკადემიის“ სახელწოდებით. 1875 აშენდა 2130 ადგილიანი შენობა (არქიტექტორი შ. გარნიე, რეკონსტრუირებულია 1936). ამავე წელს თეატრმა მიიღო „გრანდ ოპერის“ სახელწოდება. თეატრის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული ეროვნული ოპერისა და ბალეტის განვითარება. აქ იდგმებოდა ჟ. ბ. ლიულის (თეატრის ხელმძღვანელი 1672-87), ჟ. რამოს, ა. კამპრას და სხვ. ნაწარმოებები, კ. ვ. გლიუკის რეფორმატორული ოპერები. XIX ს. I ნახევარში შეიქმნა ახალი ჟანრი ე. წ. დიდი ოპერა, დაიდგა ისტორიული პატრიოტული და ჰეროიკული ოპერები: ობერის „პორტიჩიელი მუნჯი ქალი“ (1828), როსინის „ვილჰელმ ტელი“ (1829), ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტები“ (1836), ჰალევის „ებრაელი ქალი“ (1835) და სხვ. მაყურებელმა მოისმინა აგრეთვე ა. ტომას, შ. გუნოს, ლ. დელიბის, კ. სენ-სანსის, ჟ. მასნეს და სხვა ოპერები.

XX ს-ში თეატრის რეპერტუარში კლასიკასთან ერთად დიდი ადგილი დაეთმო თანამედროვე კომპოზიტორების – რ. შტრაუსის („სალომე“), ი. სტრავინსკის („ბულბული“), მ. რაველის („ბოლერო“), ჯ. ენესკუს („ოიდი პოსი“), ს. პროკოფიევის („რომეო და ჯულიეტა“) და სხვა ნაწარმოებებს.

სხვადასხვა დროს „გრანდ ოპერაში“ მოღვაწეობდნენ გამოჩენილი დირიჟორები, მომღერლები, მოცეკვავეები.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები