გარეჯელი მოწამენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 23 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარეჯელი მოწამენიგარეჯის მონასტრების მოწესენი, რომლებიც სპარსელებმა ამოხოცეს XVI ს. ბოლოს – XVII ს-ის დასაწყისში. ცნობები მომხდარის შესახებ არ არის ქართულ საისტორიო წყაროებში, მხოლოდ ანტონ I კათოლიკოსს შეუტანია თავის მარტირიკაში – „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა ღირსთა მოწამეთა გარესჯელთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოისა, დავითიან-ბაგრატოვანისა“, რომელიც ანტონის ორიგინალური შემოქმედების ნაყოფია, თუმცა არ ვიცით, რა წყაროები გამოიყენა მან თხზულების შესაქმნელად.

ე. გაბიძაშვილი



ლიტერატურა

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ე. გაბიძაშვილის და მ. ქავთარიას რედ., წ. 6, თბ., 1980.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები