გერმანე ხუცესმონაზონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:25, 26 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გერმანე ხუცესმონაზონი – ქართული კულტურის მოღვაწე XVIII საუკუნის დასაწყისში. იყო ცნობილი მოქადაგე – ორატორი, პედაგოგ-აღმზრდელი, ქართული საეკლესიო საგალობლების შემსრულებელი, ქართლის სამეფო კარზე მეფეთა პირადი მოძღვარი. ავტორია საეკლესიო ჰიმნებისა.