აბრაჰამი (სომხეთის კათოლიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:54, 27 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბრაჰამი - სომხეთის კათოლიკოსი 607-615 წლებში. აბრაჰამი ქართლის კათოლიკოს კირიონთან ერთად იყო ქართველ-სომეხთა საეკლესიო განხეთქილების (607609) მთავარი მოქმედი პირი.
„ეპისტოლეთა წიგნში“ შემორჩენილია ქართლის კათოლიკოსისადმი გამოგზავნილი მისი სამი ეპისტოლე და საკუთარი მრევლისადმი (სომხებისადმი) მიმართული საყოველთაო ეპისტოლე, რომელშიც მოუწოდებს სამწყსოს, გაწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ქართველებსა და ალბანელებთან, სავაჭრო ურთიერთობის გარდა.
ლიტერატურა
- ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968;
- უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1975.