დიდი მეჯვრისხევის წმინდა გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:38, 29 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიდი მეჯვრისხევის წმინდა გიორგი - წმ. გიორგის ნიში მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ დიდი მეჯვრისხევის სამხრეთ – აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე, ადგილ ლომისაში. თარიღდება გვიანდელი ფერდალური ხანით. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია ეკლესია ლავგარდანითურთ.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (5,9X3,95 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და დიდი რიყის ქვით. ნაგებობის კედლები შემორჩენილია დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი დასავლეთითაა. დარბაზი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით.