კვარაცხელია პაატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:55, 30 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაატა კვარაცხელია

კვარაცხელია პაატა — (1979), მამა პეტრე, პეტრე კოლხი. სამების ტაძრის დეკანოზი. წარმოშობით არის წალენჯიხიდან. პირველი ლექსი 12 წლის ასაკში დაწერა. გამოცემული აქვს 15 წიგნი, აქედან 12 ლექსების კრებულია.


* * *
ისეთი ცრემლით მინდა ვიტირო,
არ ჩანს და სადღაც გულში იგრძნობა.
მსურს სიჩუმეში რომ ჩავიძირო,
მაფორიაქებს მარადისობა...
ისეთი სიტყვით მინდა ლოცვები,
რომელიც დღემდე არსად არ თქმულა.
მერე ბურუსით შევიმოსები,
როცა ჩაქრება ყველა ნათურა...
მე გავექცევი სხეულს ადრიან,
შემოგეხვევი მხრებზე ლანდებად.
ზეცა ღვთისმშობლის თეთრი ჩადრია,
როცა ნისლები გაიფანტება...
აირევიან გზაზე ჩრდილები,
და ვერ გაიგებ საით მიდიან...
თუ კი ოდესმე გემორჩილები,
ეს ნება არა, მხოლოდ რიდია...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები