კაბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კაბა - (აქ) მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის სახეობა ძველად. არის სხვადასხვა სახისა: მკერდდახშული, ღილებიანი, გულზე საყელოგადაფენილი, ვიწრო და გრძელსახელოებიანი, ენიანი და ყურთმაჯებიანი, ყოშებიანი, მკერდღია, გულისპირიანი. ფეოდალური ხანის ქართულ მხატვრობაში კაბების უამრავი ტიპია დადასტურებული. კაბა ამჟამად ქალისა და სასულიერო პირის სამოსს ეწოდება.
ლიტერატურა
ქელ. 2009.