გურგენ IV

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:36, 8 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურგენ IV – (გ. 14.12. 741), ადარნასე II-ის ძე, 918 წ. ბიძის, აშოტ კუხის გარდაცვალების შემდეგ ერისთავთერისთავობა მიიღო: „და გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ~ლ~ც, და არა ესუა შვილი. და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმისწული მისი, ძე ადარნასესი, დასუეს ერისთავთერისთავად“. (სუმბატ დავითის ძე). წყარო გურგენს დიდ ერისთავთ-ერისთავადაც მოიხსენიებს: „გარდაიცვალა გურგენ, დიდი ერისთავთერისთავი, ძე ადარნასესი, რომელმან უმეტესნი სიმჴნენი და ბრძოლანი ქმნნა ყოველთა მამათა მისთასა, და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოსნი, ქრონიკონსა რ~ჲ~ა, თუესა თებერვალსა ი~დ“. გურგენ ერისთავთერისთავის სახელთან დაკავშირებულია ხანცთის ახალი ეკლესიის მშენებლობა. „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ: „გურგენ, ძმის-წული აშოტისი, დიდი იგი ჴელმწიფჱ ფრიადთა ნათესავთაჲ, ღმრთისა მიერ დაჯდა ერისთავთა-ერისთავად. და მან განასრულა ეკლესია. იგი ახალი ხანცთისა. და მის თანა ყოველთა დიდებულთა ჴელმწიფეთა და აზნაურთა და ყოველმან ერმან მორწმუნეთამან და უფალმან კეთილი მოუკლებელი მიეცინ ყოველთავე!

შესაძლოა, მის სახელსვე უკავშირდებოდეს X ს-ით დათარიღებული ეპისკოპოს თევდორე ბოლნელის წარწერა: „სახელითა ღმრთისაჲთა, მადლითა წმიდისა გრიგოლისაჲთა, თევდორე ბოლნელ ებისკოპოსმა, გურგენ ერისთავთ-ერისთავისა შეწევნითა, აღვაშენე ესე წმიდაჲ საყოფელი, სალოცველად სულისა ჩემისათვის. ღმერთმან შემიწყალე“. წარწერაში მოხსენიებული ბოლნელი ეპისკოპოსის სახელს ზოგიერთი მკვლევარი იოანედ კითხულობს, ზოგიერთი – ელიად. (იხ. ბოლნისის ეპარქია).

ვ. კეკელია


ლიტერატურა

  • სუმბატ დავითის ძ ე, ცხორებაჲ და უწყება ბაგრატონიანთაჲ, წგ.: ქართლის ცხოვრება, თბ., 2008;
  • ქართული ლაპიდარული წარწერები, 1, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.), თბ., 1980;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები (V-X სს.), წ. 1, ი. აბულაძის რედ., თბ., 1963.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები