ბულიმუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:10, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბულიმუსი - (Bulimus; ბერძნ. bulimia „ხარის შიმშილი“) – მოლუსკების გვარი; მიეკუთვნება Pulmonata-ს ქვეკლასს, Gastropoda-ს კლასს, Mollusca-ს ტიპს. ნიჟარა – კვერცხისებრი, რამდენადმე წაგრძელებული, ოვალური ხვრელით. ამ გვარის სახეობები Protostrongylus kochi-სა და Echinochasmus perfoliatus-ის შუალედური მასპინძლები არიან.