განგულეტერაკიდოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:55, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განგულეტერაკიდოზი - (ganguleterakidosis; აღმძრელის გვარის დასახელება Ganguleterakis + ბერძნ. osis დაავადება), ბატისა და იხვის ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Ganguleterakis dispar პარაზიტობს ნაწლავის ბრმა წამონაზარდებში. გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომები: დაძაბუნება, სისუსტე, მადის დაკარგვა, ფაღარათი, მოზარდეულის ზრდა-განვითარებისშეფერხება, კვერცხმდებლობის შემცირება.