დიპეტალონემოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:35, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიპეტალონემოზი - (dipetalonemosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dipetalonema + ბერძნ. osis დაავადება) – აქლემის ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელია – Dipetalonema evansi.
დიპეტალონემოზი სუბკლინიკური ფორმით მიმდინარეობს. დაავადებული ცხოველი მოდუნებულია. მადა შენარჩუნებულია, მაგრამ ცხოველი გამხდარია. მატყლი ბზინვარებას კარგავს. ზოგჯერ აბორტი ვითარდება.