დისფარინქსოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:31, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დისფარინქსოზი - (dispharynxosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dispharynx + ბერძნ. osis დაავადება) – ფრინველის ჰელმინთოზი.
აღმძვრელი – Dispharynx nasuta პარაზიტობს ქათმის, ინდაურის, ციცრის, ხოხბის, გარეული ფრინველის ჯირკვლოვანი კუჭის, საყლაპავი მილის კედელში.
გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. ძლიერი დაინვაზიებისას ფრინველი დასუსტებულია, ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ვითარდება პროგრესირებადი სიგამხდრე, რაც ფრინველის სიკვდილით მთავრდება.