ანკილოსტომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:19, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანკილოსტომა - (Ancylostoma; ბერძნ. ankylos მრუდე + stoma პირი) – ნემატოდას გვარი; მიეკუთვნება Ancylostomatidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს. Ancylostoma caninum (ლათ. canis ძაღლი) – სახეობა, პარაზიტობს ძაღლის წვრილ ნაწლავებში; Ancylostoma duodenale (ლათ. duodenum თორმეტგოჯა ნაწლავი) – სახეობა, პარაზიტობს ადამიანის წვრილ ნაწლავებში. გეოჰელმინთები. შესაბამისად, ძაღლისა და ადამიანის ანკილოსტომოზების აღმძვრელები.