ემბრიოფორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:22, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ემბრიოფორი− (embryophore; ბერძნ. embryon ემბრიონი + pherein დაბადება) – ძეწკვურების კვერცხის შიდა გარსი, რომელიც გარს აკრავს ჩანასახს (ონკოსფერას). ანოპლოცეფალიდების ემბრიოფორს მსხლისებრი ფორმა აქვს, ტენიიდებისას კი – რადიალურად დახაზული. მეზოცესტოიდების ემბრიოფორი ძალზე თხელია, ხოლო ჰიმენოლეპიდიდებისა – სქელი, მკვრივი.