ენტომოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:38, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ენტომოზები – (entomoses; ბერძნ. entomon მწერები) – ცხოველებისა და ადამიანის დაავადებები, გამოწვეული მწერების ან მათი ლარვების მიერ, რომლებიც პარაზიტობენ მასპინძლის სხეულზე ან მის ორგანიზმში. ენტომოზები გავრცელებულია ყველგან. ისინი ასნებოვნებენ ყველა სახეობის ცხოველს, რის გამო მეცხოველეობის დარგი დიდ ეკონომიკურ ზარალს განიცდის.