ექინურიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:13, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ექინურიოზი – (echinuriosis; ბერძნ. აღმძვრელის გვარის დასახელება Echinuria + ბერძნ. osis დაავადება) – შინაური და გარეული წყალმცურავი ფრინველების ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელი, ნემატოდა – Echinuria uncinata პარაზიტობს ჯირკვლოვან კუჭში.
სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, ლორწოვანი გარსებისა და კანის საფარველის ანემიურობა და სიყვითლე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის აშლილობა, გართულებული ყლაპვა, სიგამხდრე.