იქსოდიდური ტკიპები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:16, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იქსოდიდური ტკიპები – (Ixodidae; ბერძნ. ixodes ჩაბღაუჭება, ჩაჭიდება + ბერძნ. id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს) – ტკიპების ოჯახი; მიეკუთვნება Ixodoidea-ს ზეოჯახს, Parasitiformes-ის რაზმს. სამხრეთ კავკასიაში გავრცელებულია იქსოდიდური ტკიპების ექვსი გვარი: Boophilus, Dermacentor, Ixodes, Haemaphysalis, Hyalomma და Rhipicephalus.