ლიგულოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:00, 2 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიგულოზი – (ligulosis; ლათ. აღმძვრელის გვარის დასახელება Ligula + ბერძნ. osis დაავადება) – უპირატესად, კობრისებრი თევზების ჰელმინთოზი. მისი აღმძვრელი, ცესტოდა – Ligula intestinalis-ის ლარვული ფორმა (პლეროცერკოიდი), პარაზიტობს თევზების მუცლის ღრუში. გავრცელებულია ყველგან – მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, ტბორებში.

კლინიკური ნიშნები: დაავადებული თევზები ჯგუფდებიან მეჩხერ ადგილებში, წყლის ზედაპირთან ახლოს; ცურავენ გვერდზე ან მუცლით ზევით. თევზი გამხდარია. მუცლის წინა ნაწილი შებერილია. იგი შესაძლოა გასკდეს.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები