დიუკა პოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:36, 10 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ დიუკა

დიუკა პოლ - (ფრ. Paul Dukas), (1. X. 1865, პარიზი, – 17. V. 1935, იქვე), ფრანგი კომპოზიტორი, მუსიკალური მწერალი და პედაგოგი.

ე. გიროს მოწაფე (კომპოზიცია), დიუკას შემოქმედებაში მკაფიოდ იჩინა თავი იმპრესიონიზმის გავლენამ. მსოფლიო აღიარება მოუპოვა კომპოზიტორს სიმფონიურმა სკერცომ „ჯადოქრის მოწაფე“ (1897), რომელიც ორკესტრის ბრწყინვალებითა და ფერადოვნებით გამოირჩევა, აღსანიშნავია აგრეთვე ოპერა „არიანა და ლურჯწვერა“ (1907), ქორეოგრაფიული პოემა „პერი“ (1912). დიუკამ დატოვა დიდ მუსიკაში კრიტიკული მემკვიდრეობა. იყო პარიზის კონსერვატორიის პროფესორი 1909-იდან. მოწაფეებს შორის არის ო. მესიანი.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები