აბჰინაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:58, 2 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბჰინაი – (ინდ.) პიესის არსის გადმოსაცემად ინდოეთში უძველესი დროიდან სცენური გამომსახველობის ოთხ ფორმას იყენებენ, რასაც აბჰინაი ეწოდება;
1. ანგიკა – ჟესტების ენა, ხელების, თითების, ტუჩებისა და ფეხების მოძრაობა.
2. ვაჩიკა – აზრების გამოხატვა მეტყველებით ან სიმღერით.
3. აჰხარია – გრიმისა და კოსტიუმის გამომსახველობა.
4. სატვიკა – მსახიობის შემოქმედებითი უნარი.