ადჰიკარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:13, 2 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ადჰიკარი – ბენგალური სახალხო წარმოდგენის „ჯატრას“ სპექტაკლის დამდგმელი და დასის ხელმძღვანელი. ადჰიკარი წარმოდგენის მსვლელობისას, გარკვეულ მომენტში, წყვეტს მოქმედებას და სცენაზე არსებული მოვლენების აზრს განმარტავს.