აედოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:35, 2 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აედოსი − (ბერძნ. aoidos – მომღერალი) სახალხო მთქმელი ძველ საბერძნეთში. აედოსები ქმნიდნენ და თვითონვე ასრულებდნენ ეპიკურ სიმღერებს ფორმინგის ან კითარის თანხლებით. თემათა ოსტატურად გამეორება, სპეციფიკური ეპიკური ენისა და ფორმულების ცოდნა აედებს უადვილებდა იმპროვიზაციას. ისინი ბევრს მოგზაურობდნენ, გამოდიოდნენ დღესასწაულებზე და დიდებულთა სასახლეებში. აედოსები დაგვიხატა ჰომეროსმა „ოდისეაში“ ფემიოსისა და უსინათლო დემოდოკეს სახით.