ანტითეზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:33, 3 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანტითეზა (ბერძნ. antithesis – საწინააღმდეგო დებულება) – დებულებათა ურთიერთდაპირისპირების დრამატურგიული ხერხი. ფართოდ გამოიყენებოდა ყველა ეპოქის თეატრში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ინტელექტუალურ დრამაში. ანტითეზა ფიგურირებს თვით უფაბულო ნაწარმოებებშიც (მაგ. ეგზისტენციალური და აბსურდის დრამა). ანტითეზა თავისი არსით გამოხატავს ავტორის ყოყმანს რაღაც ფასეულობის მიმართ ან ადასტურებს ავტორისეული პოზიციის არქონას.