არტეფაქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:06, 3 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არტეფაქტი – თანამედროვე ესთეტიკაში და ხელოვნებათმცოდნეობაში ეს ტერმინი გამოყენებულია თანამედროვე არტ-პრაქტიკების და არტ-პროექტების ისეთი ნიმუშების მოსანიშნად, რომლებიც ტრადიციული ჟანრების და სახეობების მიღმა დგანან. ტერმინი გადმოღებულია არქეოლოგიიდან, სადაც არტეფაქტად იწოდება ნებისმიერი ხელოვნური ნაკეთობა. არტეფაქტებად იწოდება ყოველგვარი ვიზუალური და აუდიოვიზუალური ობიექტები, ინსტალიაციები, ასამბლიაჟები, აქციები (და ა.შ.). არტეფაქტი მიჩნეულია კულტურის გარდამავალი ეტაპის ისეთ ექსპერიმენტულ პროდუქტად, რომელსაც არ გააჩნია სულიერი, ესთეტიკური ან მხატვრული ღირებულება.