არტიკულაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტიკულაცია - (ლათ. articulation – დანაწევრება; მკაფიოდ წარმოთქმა), სამეტყველო ორგანოების (ტუჩები, ენა, რბილი სასა, ხმის იოგები) მოქმედება ამა თუ იმ ბგერის წარმოთქმისას.

მუსიკაში არტიკულაცია ბგერების შესრულების ხერხია სამუსიკო საკრავზე ან ხმით ბგერების გადაბმისა და დანაწევრების ხარისხი, არტიკულაცია მოიცავს ბგერის მიღების მრავალ ხერხს, მათ შორის ძირითადია: „ლეგატო“, „სტაკატო“, „ნონლეგატო“.

არტიკულაციას მიაკუთვნებენ აგრეთვე ერთი ბგერიდან მეორემდე დაცურების ხერხებს – „პორტამენტო“, „გლისანდო“. სწორი არტიკულაცია აუცილებელია მუსიკალური ტექსტის უშეცდომოდ გადმოცემისა და შესრულების მხატვრული გამომსახველობისათვის.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები