ატელიე (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:58, 3 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ატელიე“ – (ფრანგ. atelier – სახელოსნო),– ფრანგული დრამატული თეატრი პარიზში. დაარსდა 1921 წელს შ. დიულენისა და ვ. ყუშიტაშვილის ინიციატივით. წარმოდგენებს მართავდა პარიზის მახლობლად, ძველი სახელოსნოს შენობაში (აქედან წარმოდგა სახელწოდება). იმავე წელს გადავიდა პარიზში „მონმარტრის“ თეატრის შენობაში.