აღელვებული მომხსენებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:12, 4 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„აღელვებული მომხსენებელი“ – ტერმინი, რომელსაც იყენებდნენ მუშა ახალგაზრდების თეატრის (ტრამი) იდეოლოგები 20-იანი წწ. რუსეთში. ისინი უგულებელყოფდნენ როლის მხატვრულ დახასიათებას და მსახიობის როლში გარდასახვის საჭიროებას. „ტრამელების“ აზრით, მსახიობმა მღელვარედ, საკუთარი პოზიციის გამოკვეთით უნდა „მოახსენოს“ მაყურებელს თავისი პერსონაჟის შესახებ და არა „დაიცვას“ იგი გარდასახვის გზით.