ბარბითი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:41, 5 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბარბითი – ქართული საწკმეტი საკრავი. აქვს ყელი და ფართო მუცელი, გამოსცემს დაბალ ხმას. სავარაუდოდ უნდა მომდინარეობდეს ამავე ტიპის ბერძნული საკრავ - „ბარბიტონ“-იდან.
ბარბითი რამდენჯერმე გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“ („...კვლავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჰანგთა ჟღერა“ სტრ. 482. ან ...მოვშორდი ლხინსა ყველას, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა“. სტრ. 177.).
ბარბითი ხშირად გამოიყენებოდა ჩანგთან ერთად. „ხოსროვი და შირინიში“ ვკითხულობთ: „იმ ჩანგ-ბარბითის შენაერთი ხმა მშვენიერი ჟღერდა ერთ ჰანგზე, ვით ყვავილის სუნი და ფერი“.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი