ბატონყმური თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:22, 5 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბატონყმური თეატრი – ყმა გლეხებისაგან შედგენილი მებატონეთა კერძო თეატრები რუსეთში. არსებობდა მე-18 საუკუნის დამლევიდან ბატონყმობის გაუქმებამდე. განსაკუთრებით გავრცელებული იყო პროვინციაში. მე-18-19 საუკუნეების მიჯნაზე, ბატონყმური თეატრების რიცხვი 170-ს აღემატებოდა. მათი უმრავლესობა მცირე შეძლების მემამულეებს ეკუთვნოდა და საკმაოდ პრიმიტიული იყო. შეძლებულ მემამულეთა თეატრები კი თითქმის პროფესიულ თეატრებს უტოლდებოდა. საკუთარი ბატონყმური თეატრი რუსეთში დასახლებულ ქართველ მემამულეებსაც ჰქონდათ: თავად გრუზინსკის (სიბირსკის გუბერნიაში), სარატოვის გუბერნატორს ა. ფანჩულიძეს (სარატოვში).