სპექტაკლის ბგერითი გაფორმება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:10, 5 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სპექტაკლის ბგერითი გაფორმება – სცენაზე ცხოვრებისეული ხმების ასახვა აუდიო საშუალებების გამოყენებით. ბგერითი გაფორმება, პრიმიტიული ხერხების გამოყენებით, დანერგილი იყო ჯერ კიდევ მე-16-18 საუკუნეების თეატრებში.
თანამედროვე ბგერითი გაფორმება გამიზნულია ისეთი ეფექტების მისაღებად, როგორიცაა: ბუნების ხმები (ქარი, წვიმა, ჭექა-ქუხილი, ფრინველები და ა.შ.); საწარმოო ხმები (ქარხანა, მშენებლობა და ა.შ.); სატრანსპორტო (ურემი, მატარებელი, თვითმფრინავი და ა.შ.); ბატალური ხმები (კავალერია, სროლა, ჯარის მოძრაობა და ა.შ.); ყოფითი ხმაური (საათი, თეფშების წკრიალი, იატაკის ჭრაჭუნი და ა.შ.).
ბგერითი გაფორმება შეიძლება იყოს ნატურალისტური, რომანტიკული, ფანტასტიკური, პირობით-აბსტრაქტული, გროტესკული და ა.შ. იმისდა მიხედვით, რომელ სტილშია გადაწყვეტილი სპექტაკლი.