ბელეტრისტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:23, 5 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბელეტრისტიკა– (ფრანგ. belles lettres ნატიფი სიტყვიერება), ფართო გაგებით – მხატვრული ლიტერატურა; უფრო ვიწრო და გავრცელებული შინაარსით მხატვრული პროზა (ანუ პოეზიის და დრამატურგიის გამოკლებით). არსებობს, აგრეთვე, ცნება ბელეტრიზაცია, რაც გულისხმობს მეცნიერულ-დოკუმენტური მასალის შეხამებას მხატვრული თხრობის ელემენტებთან მეცნიერულ-მხატვრულ ლიტერატურაში.