დემოდექსი (პარაზიტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 6 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დემოდექსი - (Demodex; ბერძნ. demoios ცხიმი + dexis მკვებავი) – ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Demodecidae-ს ოჯახს, Trombidiformes-ის ქვერაზმს, Acariformes-ის რაზმს.
Demodex bovis,
D.canis,
D.equis,
D.ovis,
D.phylloides და
D.folliculorum – სახეობები, რომლებიც პარაზიტობენ, შესაბამისად, ძროხეულის, ძაღლის, ცხენის, ცხვრის, ღორისა და ადამიანის სხეულზე.