დიკროცელიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 6 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიკროცელიუმი - (Dicrocoelium; ბერძნ. dicroos ორმაგი, დატოტვილი + koilia ღრუ) – ტრემატოდას გვარი. Dicrocoelium lanceatum (ლათ. lancea შუბი, წვეტი, ბასრი) – სახეობა, პარაზიტობს ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლის ნაღველსადინარებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძრლი ხმელეთის მოლუსკები, დამატებითი მასპინძელი – ჭიანჭველები. ბალახისმჭამელი ცხოველების დიკროცელიოზის აღმძვრელი.