მულტიცეპტოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 6 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მულტიცეპტოზი – (multiceptosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Multiceps + ბერძნ. osis დაავადება) – ხორცისმჭამელი ცხოველების ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Multiceps-ის გვარის ცესტოდები, წვრილ ნაწლავებში პარაზიტობენ. გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომი: კოლიკი, ფაღარათი, რომელიც ყაბზობით იცვლება, პირღებინება, გაუკუღმართებული მადა, სიგამხდრე, ზრდა-განვითარების შეფერხება. ზოგჯერ ნერვული მოვლენები ვლინდება.