კრატეროსტომუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 6 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კრატეროსტომუმი (Craterostomum; ბერძნ. krater თასი + stoma პირი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Strongylidae-ს ოჯახს. პარაზიტობენ კენტჩლიაქიანი ცხოველების მსხვილ ნაწლავებში.
Craterostomum acuticaudatum (ლათ. acutus წაწვეტებული + cauda კუდი) – სახეობა, პარაზიტობს ცხენის, ზებრას მსხვილ ნაწლავებში. Strongylidae-სა და Trichonematidae ოჯახების სხვა სახეობებთან ერთად არის ცხენის სტრონგილატოზების აღმძვრელი.