გაბაასება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბაასება (თეატ.) – ძველი ქართული ტერმინი, რომელიც აღნიშნავდა დიალოგებს სახიობის დრამატულ პოეზიაში.

გაბაასება დიალოგის ფორმით დაწერილი თხზულებაა, რომელშიც გადმოცემულია კამათი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულების მქონე ორ (იშვიათად, რამდენიმე) პირს შორის. გაბაასება ამოზრდილია ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან. ქართულ ლიტერატურაში იგი დაამკვიდრეს თეიმურაზ I-მა, არჩილმა, თეიმურაზ II-მ, დავით გურამიშვილმა. გაბაასება ზოგჯერ ეპიკურ ნაწარმოებშიც არის ხოლმე ჩართული. მაგ., სერაპიონ საბაშვილის მიერ გალექსილ „როსტომიანში“ ჩართულია სამსტროფიანი გაბაასება, რომელშიც ერთმანეთს ეკამათებიან სერაპიონი, რუსთაველი და ბაგრატ მუხრანბატონი.

გაბაასება პოპულარული იყო შუა საუკუნეების აღმოსავლურსა და დასავლურ ლიტერატურაში (არაბულ-სპარსული მუნაზარე, პროვანსული ტენცონა, ფრანგული დებატი)


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები