განწყობილება (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:08, 8 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განწყობილება – მსახიობის ზოგადტონალური, გრძნობად-ემოციური მდგომარეობა (ზოგადემოციური ფონი). განწყობილება პირდაპირი შედეგია სწორი განწყობის, რასაც მოსდევს დრამატული ნაწარმოების გრძნობათა ბუნებაში ღრმა წვდომა. სცენური განწყობილების გარეშე შეუძლებელია ჟანრის წარმოჩენა და სამსახიობო ანსამბლის შექმნა.