გეგმენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:32, 8 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეგმენი – კომიკური ეფექტების, ტრიუკების, ენამოსწრებული სიტყვის თუ გამოთქმის ავტორი, რომელიც ეხმარება რეჟისორს სცენარზე მუშაობის პროცესში. გეგმენის პროფესია ტიპიურია ჰოლივუდისთვის, სადაც სცენარის შექმნა დაყოფილია რამდენიმე სტადიად. ერთ-ერთ სტადიაში გეგმენი აქტიურად მონაწილეობს და სხვადასხვა ხერხებით ამდიდრებს ცალკეულ ეპიზოდებს.