გრძნობათა ბუნება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:31, 8 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრძნობათა ბუნება – ტერმინი ხმარებაში დაამკვიდრეს სტანისლავსკიმ და ნემიროვიჩ-დანჩენკომ. პიესის გრძნობათა ბუნება გულისხმობს ეპოქის სუნთქვას, პერსონაჟების გრძნობათა გამოხატვის თავისებურებას, ავტორის სტილს, მსოფლმხედველობას და მსოფლშეგრძნებას. გრძნობათა ბუნება არის პიესის უმთავრესი ღირსება და მისი ორიგინალობის მთავარი ნიშანი.