დავლური — ქართული ცეკვის სახეობა. თავდაპირველად იგი იყო ცეკვა „ქართულის“ პირველი ნაწილი, კერძოდ, ქალ-ვაჟის ნელი სვლა (დავლა) დინჯი მიხრა-მოხრით. მოგვიანებით დავლური იქცა დამოუკიდებელ ცეკვად. დავლურის მუსიკა დასაწყისში ნელია, ხოლო ხმალში გამოწვევისა და ორთაბრძოლის დროს კი – სწრაფი.
წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი