ორიენთობილჰარციოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:33, 9 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორიენთობილჰარციოზი – (orienthobilharziosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Orienthobilharzia + ბერძნ. osisდაავადება) – ცხვრის, თხის, ძროხეულის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ტრემატოდა – Orienthobilharzia turkestanica პარაზიტობს ჯორჯლის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის სისხლძარღვებში, ნაწლავების კედლების ლორწქვეშა გარსში. გავრცელებულია კერობრივად, უპირატესად – შუა აზიის ქვეყნებში.
სიმპტომები: დაძაბუნება, პროგრესირებადი ფაღარათი სისხლისა და ფიბრინული აფსკის მინარევებით, ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე; სხეულის ტემპერატურა – მომატებული, პულსი – აჩქარებული, სუნთქვა – გახშირებული.