დუმილის ხელოვნება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:00, 10 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დუმილის ხელოვნება – დრამატული პოეტიკის უმძლავრესი ხერხი, პერსონაჟის სულიერი განცდების პაუზით გადმოცემა; წინ უსწრებს სიტყვის წარმოთქმას და მნიშვნელოვნად აძლიერებს მის ეფექტს. დუმილის ხელოვნება თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა დრამატული ჟანრისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ტრაგედიაში, სადაც ყველაზე დრამატული მომენტები, ძალიან ხშირად, სწორედ პაუზით გადმოიცემა.