ეკლოგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:19, 10 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკლოგა (ბერძნ. ekloge – შერჩევა, არჩევა) – ანტიკური ბუკოლიკური პოეზიის ერთ-ერთი ჟანრი. ეკლოგას აქვს დიალოგის, პოემის ან სიმღერის ფორმა. მასში ერთმანეთს ესაუბრებიან მწყემსი გოგონები და ვაჟები, სოფლის მაცხოვრებლები, ასახულია სოფლის იდილია. ეკლოგა ყოველივე ამით ენათესავება პასტორალს. ეკლოგას ჟანრში წერდა თავის ადრეულ პიესებს ხუან დელ ენსინა.