ექსპოზიცია (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:23, 10 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ექსპოზიცია – (ლათ. expositio – ჩვენება, გამოფენა), დრამატურგიული ხერხი, რომლითაც პიესაში განისაზღვრება მოქმედების დრო, ადგილი და შექმნილი ვითარება; როგორც წესი წინ უსწრებს მთავარ ინტრიგას და ამზადებს ნიადაგს კვანძის შესაკვრელად. ექსპოზიცია პოეტური მედიტაციის შემამზადებელი ნაწილია. მისი შემწეობით ვეცნობით ზოგად ატმოსფეროს, პერსონაჟებს, ნაწარმოების გრძნობათა ბუნებას. ექსპოზიცია ხელს უწყობს მხატვრული ანტიცი პაციის (წინასწარგანჭვრეტა) წარმოშობას, გვამზადებს მოვლენებთან შესახვედრად.