ზეამოცანა (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:45, 11 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზეამოცანა — ტერმინი, რომელიც შემოიღო კ. სტანისლავსკიმ თავის შემოქმედებითს სისტემაში და შემდეგ ფართოდ გავრცელდა თანამედროვე თეატრში. ზეამოცანა — მთავარი იდეური ამოცანა, მიზანი, რომლის გულისთვისაც იქმნება პიესა, აქტიორული იერსახე, სპექტაკლი. სტანისლავსკი იდეურ მიზანს სცენური ნაწარმოების საფუძვლად თვლიდა, ხოლო მისი არარსებობა დამღუპველად მიაჩნდა „როგორც როლისათვის, ისე თვით მსახიობისა და საერთოდ მთელი სპექტაკლისათვის“.