თალია (მუზა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:08, 13 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თალია – (ბერძნ. thaleia), იდილიისა და კომედიის მუზა ბერძნულ მითოლოგიაში, ნერევსისა და დორიდას ქალიშვილი; გამოისახებოდა მსუბუქ ტანსაცმელში გამოწყობილ ახალგაზრდა ლამაზ ქალად, მარცხენა ხელში ეჭირა კომიკური ნიღაბი, მარჯვენაში – მწყემსის კომბალი, თავი შემკული ჰქონდა სუროს გვირგვინით. მსახიობებს გადატანითი მნიშვნელობით უწოდებდნენ თალიას შვილებს, ხოლო თეატრს – თალიას ტაძარს.