კანძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:11, 14 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კანძე — წამყვანი სკოლა იაპონურ ნოოს თეატრალურ სისტემებს შორის, რომელიც გამოჩენილმა თეატრალურმა მოღვაწეებმა, მამა-შვილმა კან’ამიმ და ძეამიმ დააარსეს (სახელწოდება მათი სახელების პირველი მარცვლების შეერთებითაა მიღებული). „კანძეს“ სკოლამ ესთეტიკური საფუძველი ჩაუყარა ტრადიციულ თეატრალურ ხელოვნებას იაპონიაში.
ამ სკოლის გარდა, იაპონიაში ნოოს თეატრის კიდევ 4 სკოლა ჩამოყალიბდა: კომპარუ, ჰოშოო, კონგო და კიტა. პირველი სამი სკოლა XIV-XV საუკუნეებში შეიქმნა, მეოთხე – კიტა კი, XVIII საუკუნის დასაწყისში. სკოლებს შორის განსხვავება პიესების ტექსტებში, რეპერტუარსა და მსახიობთა საშემსრულებლო მანერაში გამოიხატებოდა, რაც თანამედროვე იაპონურ თეატრში დღემდე უცვლელად არის შემონახული.