კოდანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:43, 14 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოდანი – ზეპირი თხრობის სახეობა იაპონიაში. აღმოცენდა მე-16 საუკუნეში, ბერების მიერ ისტორიული ქრონიკიდან „ტაიხეიკი“ ეპიზოდების თხრობის საფუძველზე. მე-17-18 საიკუნეებში გავრცელებული იყო თქმულებანი მოხეტიალე რონინების (სამურაები, რომლებმაც მიატოვეს თავისი კლანი) ბრძოლების შესახებ. კოდანების თხრობა ხდებოდა ტაძრებში ან გზაშარაზე, ფარდულის ქვეშ.