კომპანია (თეატრალური დასი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:55, 14 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„კომპანია“ – მე-16-17 საუკუნეებში თეატრალური დასის სახელწოდება ესპანეთში. აღმოცენდა მოხეტიალე მსახიობების, ჟონგლიორების და ბულიულიუს გაერთიანების შედეგად. „კომპანიაში“ მსახიობების გარდა შედიოდნენ მუსიკოსებიც და მოცეკვავეებიც. მუშაობდნენ წილობრივი პრინციპით ან ხელფასს იღებდნენ ანტრეპრენიორისაგან. ჰქონდათ უმძიმესი მატერიალური მდგომარეობა. დგამდნენ ინტერმედიებს, კომედიებს და აუტოს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები