კორალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:30, 14 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორალი − (ესპ. corral – შემოსაზღვრული ადგილი), თეატრის, სახლის ან შიდა ეზოს ესპანური სახელწოდება. შენობებით გარშემორტყმული ეზო, სადაც უჩვენებდნენ სპექტაკლებს (XVI-XVII სს.).

ეზოს სიღრმეში მოწყობილი იყო სცენა, რომლის წინ ჩამწკრივებული იყო სკამები ნაკლებად შეძლებული მაყურებლებისთვის. ამფითეატრს ცვლიდა კიბის საფეხურები, ლოჟასაივნები მაღალი წრის წარმომადგენელთათვის. მაყურებელთა უმეტესი ნაწილი სპექტაკლს ფეხზე მდგომი უყურებდა. სწორკუთხა სცენას არ ჰქონდა პროსცენიუმი, არ არსებობდა წინა ფარდა. სპექტაკლები იმართებოდა დღისით, ხელოვნური განათების გარეშე. თავდაპირველად სპექტაკლებს წარმოადგენდნენ მხოლოდ კვირაობით ან დღესასწაულებზე. კორალები რელიგიური საძმოების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ისინი ჯერ ქირაობდნენ კორალებს, ხოლო შემდეგ თავად დაიწყეს სცენების აგება. 1568 წ. მადრიდში ხუთი კორალი არსებობდა, მათ შორის პაჩეკის, „დე ლა კრუს“ (და სხვ).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები